GUARDIANGE – რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინასა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების წინ, კიევმა ღამით დრონების „მასშტაბური“ თავდასხმა წამოიწყო მოსკოვსა და მიმდებარე ოლქზე. რაც რუსეთის დედაქალაქზე ყველაზე დიდი თავდასხმაა, რაც კი დღემდე განხორციელებულა უკრაინის მხრიდან.
ოფიციალური ცნობებით, მოკლულია სულ მცირე ორი ადამიანი – 38 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომანქანების პარკირების სამსახურში დაცვის თანამშრომელი იყო და 50 წლის მამაკაცი.
მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქისკენ მიმავალი 73 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. მოსკოვის ოთხმა აეროპორტმა დროებით შეაჩერა ფრენები.
მოსკოვზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როცა აშშ-ისა და უკრაინის უმაღლესი ოფიციალური პირები საუდის არაბეთში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად ემზადებიან, ხოლო დაახლოებით 30 ქვეყნის სამხედრო მეთაურები პარიზში ხვდებიან, რათა შეადგინონ გეგმები „მსურველთა კოალიციისთვის“.