Wednesday, March 12, 2025
21.8 C
Tbilisi

ფილიპინების პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავა

ფილიპინების პოლიციამ ყოფილი პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე დააკავა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) გამოაქვეყნა ორდერი, რომლითაც მას „ნარკოტიკების წინააღმდეგ ომის“ გამო, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში დასდო ბრალი.

დუტერტე პოლიციამ მანილაში დააპატიმრა, მალევე, რაც იგი ჰონგ-კონგიდან დაბრუნდა.

დუტერტეს სასტიკი ანტი-ნარკოტიკული რეპრესიების დროს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნის – ფილიპინების – პრეზიდენტობისას – 2016 წლიდან 2022 წლამდე, ათასობით ადამიანი მოკვდა.

79 წლის დუტერტემ, მისი შესაძლო დაკავების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თქვა, რომ მზად იყო ციხეში წასასვლელად.

ფილიპინებზე მოქმედმა ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კოალიციამ დუტერტეს დაკავებას „ისტორიული მომენტი“ უწოდა, მაგრამ დუტერტერს ყოფილმა სპიკერმა სალვადორ პანელომ მკაცრად დაგმო ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება და მას „უკანონო“ უწოდა, რადგან ფილიპინები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან გამოსული იყო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები