Monday, March 10, 2025
18.8 C
Tbilisi

მარკო რუბიო: 6-კვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს

6-კვირიანი განხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„5200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, ათობით მილიარდი დოლარი იხარჯებოდა ისე, რომ არ ემსახურებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში აზიანებდა კიდეც) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს.

კონგრესთან კონსულტაციით, ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში პროგრამების დარჩენილი 18%-ის (დაახლოებით 1 000 კონტრაქტი) უფრო ეფექტიანი ადმინისტრირება განხორციელდეს.

მადლობა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს და ჩვენს შრომისმოყვარე პერსონალს, რომელმაც მრავალი საათი იმუშავა ამ დიდი ხნის საჭირო და ისტორიული რეფორმის მისაღწევად“, – წერს მარკო რუბიო.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები