Tuesday, March 4, 2025
4.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევით, უკრაინის ხელისუფლება არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა

უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ყველაფრის ფონზე, კახა კალაძისთვის „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდების ჩამორთმევა არის არასერიოზულობა და საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს.

„ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გაკეთდეს, არ ვიცი. არასერიოზულობის ყოველგვარ ზღვარს გადასცდა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება. თუმცა აქ არასერიოზულობაც არ არის მთავარი პრობლემა. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა მეორე ფრონტს და ამას აკეთებდა, მაგალითად, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი. თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი საბაბით, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით და სანქციებთან არმიერთება. ამ ყველაფრის ფონზე, ეს არასერიოზულობა საერთოდ არ იმსახურებს არავითარ კომენტარს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები