Saturday, April 19, 2025
9.8 C
Tbilisi

პროკურორი: ბაჩიაშვილს ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი, აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, ეს საკითხი შესწავლას საჭიროებს, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, შეფასდება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც

გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოდან წასვლის საკითხი შესასწავლია, აუცილებლად დაიწყება გამოძიება, – ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც შეფასდება და შემდეგ მიიღებენ სამართლებრივი რეაგირების თაობაზე გადაწყვეტილებას.

„ნამდვილად ჩამორთმეული აქვს პასპორტი. აკრძალული აქვს საზღვრის დატოვება, მაგრამ ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რაც არის. ეს საკითხი საჭიროებს შესწავლას, რაც გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად დაიწყება გამოძიება. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ესეც საჭიროებს შეფასებას და, ამ მოცემულობიდან გამომდინარე, გადავწყვეტთ, როგორ და რანაირი სამართლებრივი რეაგირება და შეფასება გვექნება“, – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები