GUARDIANGE – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა BBC-ის ამერიკულ პარტნიორ CBS News-ს განუცხადა. ოფიციალური პირი ამბობს: „ჩვენ ვაჩერებთ და გადავხედავთ ჩვენს დახმარებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის ხელს უწყობს გამოსავალს“.
აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი წყარო იყო, შეიარაღების, აღჭურვილობისა და ფინანსური მხარდაჭერის ჩათვლით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა სამი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კრიტიკა იმ განცხადების გამო, რომ რუსეთთან ომის დასრულება „ძალიან, ძალიან შორს მოჩანს“.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა გამოაცხადა ოთხპუნქტიანი გეგმა უკრაინაში ომის დასრულებისა და ქვეყნის რუსეთისგან დაცვის შესახებ, მაგრამ ევროპელმა ლიდერებმა კვირას, 2 მარტს, დიდ ბრიტანეთში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადეს, რომ აშშ-ის დახმარების გარეშე ვერ უზრუნველყოფენ მშვიდობას უკრაინაში.