Friday, February 28, 2025
2.8 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში გზების თოვლისაგან წმენდის სამუშაოების პარალელურად სოფლებში პროდუქტები და მედიკამენტები რიგდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქი ცაგერი და სოფლების უმეტესი ნაწილი.

ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ქალაქს და ლეჩხუმის ყველა სოფელს.

დღის განმავლობაში, გზის გაწმენდით სამუშაოებს მაღალმთიან სოფლებში,მათ შორის-ღვირიშში, ნასპერსა და უცხერში, ეცნობოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,გიორგი გუგავა.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა სოფელში, პროდუქტი, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს იმ ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ თანადგომა არსებულ სიტუაციაში.

თოვლწმენდის  სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და ყველა დარჩენილ პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები