Friday, February 28, 2025
2.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გზების თოვლის საფარისგან გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადმინისტრაციულ  ერთეულებში სპეცტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ამ ეტაპისთვის,  სოფელი ზაკვი, ბუღაშენი, ბალხო, ალათუმანი ,ოლავერდი, გომანი,ჩამძვრალა, აფნია, ჩუნჩხა, პტენა, ბოზალი და სულდა სრულად გაწმენდილია თოვლის საფარისგან.

მერის, მელქონ მაკარიანის თქმით, თოვლწმენდის სამუშაოების 95% დასრულებულია.  ადმინისტრაციულ ერთეულებში  გზებზე გადაადგილება თავისუფალია. ამ დროისთვის ,მხოლოდ  4 სოფელია  დარჩენილი,  სადაც სპეცტექნიკა ამ წუთებშიც მუშაობს  და რამდენიმე საათში,  მუნიციპალიტეტის მასშტაბით  მოძრაობა სრულად იქნება აღგენილი.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები