Thursday, February 27, 2025
3.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის საკრებულოში კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა

დღეს ნინოწმინდის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის და საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის ერთობლივი სხდომა გაიმართა.

კომისიებმა იმსჯელეს შემდეგი სამართლებრივი აქტის პროექტზე:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ (მომხს.: ს. ფნჯოიანი).

დღესვე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა კომისიის სხდომა გამართა.

კომისიის სხდომაზე განხილული იქნა ერთი საკითხი:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები