Thursday, April 17, 2025
16.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე: აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი, გურიაში კი რჩება მეტი პრობლემა, შესაბამისად, ვბრუნდებით გურიაში

დღეს გავეცანით აჭარაში არსებულ მდგომარეობას, ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად, გზები არის არსებითად გაწმენდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქობულეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურის, რომლებმაც ოპერატიულად იზრუნეს პრობლემის აღმოფხვრაზე.

„ძირითადად გურიაზე ვართ კონცენტრირებული გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ამ რეგიონშია, თუმცა ჩვენ გავეცანით დღეს აჭარაში არსებულ მდგომარეობას. ამ დღეების განმავლობაში ინტენსიურად წარიმართებოდა სამუშაოები, პრობლემები ყველაზე მეტად იყო ბათუმში, ქობულეთში, ასევე ხელვაჩაურში, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზები არის არსებითად გაწმენდილი. რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, არის ლოკალური შემთხვევები, თუმცა როგორც  გვითხრეს, მაქსიმუმ ხვალისთვის ყველგან იქნება უკვე ელექტროენერგია ჩართული. ინტენსიურად წარიმართება სამუშაოები და მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ყველა სამსახურის იმისათვის, რომ ოპერატიულად იზრუნეს პრობლემების მოგვარებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, აჭარაში არსებითად მოგვარებულია პრობლემების ძირითადი ნაწილი. გურიაში კი რჩება მეტი პრობლემა და გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ის ბრუნდება გურიაში, სადაც ადგილზე გაეცნობა ვითარებას და გასცემს მითითებებს იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი.

„უნდა აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება, მოსახლეობის, დაახლოებით, 20 %-ს არ მიეწოდება დღეს ელექტროენერგია და აქ არის, რა თქმა უნდა, ინტენსიური სამუშაოები ჩასატარებელი. ჩვენ ახლა დავბრუნდებით გურიაში და, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავინტერესდებით არსებული ვითარებით. გვექნება მითითებები იმასთან დაკავშირებით, თუ სრულად როგორ უნდა გამოსწორდეს ყველა საკითხი,“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები