ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ამ დროისთვის გაწმენდილია ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის, სანორჩის, მახაშის, დეხვირის საავტომობილო გზები.
ნაწილობრივ გაწმენდილია აღვის, ზუბის, ლაილაშის ცენტრალური და შიდა სასოფლო გზები.
გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს აგრეთვე: აღვის, ზუბის, ლაილაშის, ნაკურალეშის, ცხუკუშერის, თაბორის, ორბელის, ლესინდის, ჩქუმის, ქულბაქის, ჩხუტელის და ლასხანის მიმართულებით.
ელექტროენერგია არ მიეწოდება 8 სოფელს, ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები მუშაობენ დაზიანებულ ადგილებზე, რათა დროულად აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
ქალაქ ცაგერში და სოფლების მიმართულებით მიმდინარე გზის წმენდის პროცესს ადგილზე ეცნობიან: რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე- მარიკა კოპალიანი.
დღის განმავლობაში კვლავ აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ეტაპობრივად, ყველა სოფელს და პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.