ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
იწმინდება როგორც ცენტრალური, ასევე შიდა გზები.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ეცნობა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი.
მისი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას აქტიური კომუნიკაცია აქვს ყველა შესაბამის უწყებასთან.
„ტარდება ყველა ღონისძიება, რათა გადაადგილებასთან დაკავშირებით მოსახლეობას დისკომფორტი არ შეექმნას. სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე კვლავ გაგრძელდება“, -განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.