Saturday, February 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია  და თოვლის საფარისგან გზების გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება რამდენიმე სოფელს.

„ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები ადგილზე მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს ელექტროენერგიის აღდგენა.

გზის გაწმენდის სამუშაოებს ლანჩხუთის  მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდმარე ბესიკ ტაბიძე, მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძე  და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი  ერთად გაეცნენ.

ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები