Saturday, February 22, 2025
0.8 C
Tbilisi

ცაგერის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

სკოლაში ეწყობა განახლებული სასწავლო სივრცეები, შენობაში განთავსდება სველი წერტილები, მოეწყობა კომპიუტერული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების სივრცე, კვების ბლოკი. შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული, სრულად ადაპტირებული შშმ პირებზე.

მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.

სამუშაოებს შ.პ.ს. „საბა კონსტრაქშენი“  აწარმოებს.

სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს დაკვეთით ხორციელდება.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები