ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინტენსიურ რეჟიმში იწმინდებოდა გზები სოფლებში – სამება, სპასოვკა, დიდი არაქალი, ყაურმა, ეშტია, თორია და სათხა.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.