Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

გიორგი ქადაგიძე: 2024 წელს „საქართველოს ბანკის“ წმინდა მოგებამ 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა, როდესაც მისი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, აქვს თუ არა ასეთ ბანკს სოციალური პასუხისგებლობა დაეხმაროს მათ, ვინც უზრუნველყოფს მის ასეთ მომგებიანობას?

„მშრალი ფაქტები საბანკო სექტორის 2024 წლის ფინანსური ანგარიშიდან. თიბისი და საქართველოს ბანკი მთლიანი სისტემის თითქმის 80% ია, რაც კლასიკურ ოლიგოპოლიად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ამ ჯერზე საქართველოს ბანკზე შევჩერდები.

  1. საქართველოს ბანკის წმინდა მოგებამ 1,5 მილიარდი ლარი შეადგინა;
  2. ბანკის მომგებიანობა (ROE) 32% ია, რაც ევროპულ ბანკებზე 3-ჯერ მაღალია და სისტემური ბანკისთვის წარმოუდგენელი მაჩვენებელია;
  3. წმინდა საპროცენტო მარჟა (სხვაობა დეპოზიტის და სესხის პროცენტს შორის) ასევე 4-ჯერ მეტია ევროპულ ბანბკებზე;
  4. ბანკის მოგებამ მხოლოდ უცხოური ვალუტის ყიდვა გაყიდვის ოპერაციებიდან 370 მილიონი ლარი შეადგინა;
  5. ბანკის საკომისიო და სავალუტო შემოსავალი მთლიანად ფარავს ყველა ხარჯს, ხოლო წმინდა საპროცენტო შემოსავალი მთლიანად ბანკის მოგებაში მიდის. დეპოზიტერების 65% ფიზიკური პირია (ჩვენ);
  6. 2,5 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ბანკმა გამოყო არის მისი წლიური მოგების 0,16%, ანუ 16 თეთრი ყოველ 100 ლარ წმინდა მოგებაზე. ბანკის წმინდა მოგების (1,5 მილიარდი ლარი) უმეტესი წილი ფიზიკური პირების მიერ (ჩვენი) გადახდილი პროცენტებიდან და საკომისიოებიდან მოდის.

როდესაც მოსახლეობის (მისი მომხმარებლების) უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, აქვს თუ არა ასეთ ბანკს სოციალური პასუხისგებლობა დაეხმაროს მათ, ვინც უზრუნველყოფს მის ასეთ მომგებიანობას?

p.s.  ბოლოს, არ არსებობს სანქცირებულ და იზოლირებულ ქვეყანაში ლონდონის ბირჟაზე კოტირებული ბანკები… თავისუფლება პოლიტპატიმრებს“, – წერს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები