Saturday, February 22, 2025
-4.2 C
Tbilisi

ახალქალაქის მერის მოადგილეები სოფელ კუმურდოს ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესს გაეცნენ

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები თეიმურაზ მჭედლიძე და მკრტიჩ მღდესიანი, ა(ა)იპ „საბავშვო ბაგა-ბაღების  გაერთიანების“ ხელმძღვანელ ანაიდა ასატურიანთან ერთად, სოფელ კუმურდოში მდებარე სკოლამდელი აღზრდის  დაწესებულების მენეჯერსა და აღმზრდელ-პედაგოგებს შეხვდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბაღებში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობით  დაინტერესდნენ.

მერის მოადგილეებმა  მენეჯერისგან ბაღში მიმდინარე სააღმზრდელო, კვებით და ჰიგიენასთან  დაკავშირებულ საკითხებზე  დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

მიმდინარე წელს, ახალქალაქში  ერთი ახალი ბაღი აშენდა, რომელიც უახლოეს დღეებში  ექსპლუატაციაში შევა. ქალაქში მდებარე სამ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები  მიმდინარეობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალქალაქის N°1 , N°2   და N°3  საბავშვო ბაღის  შენობებს  რეაბილიტაცია უტარდება და თანამედროვე სტანდარტების  შესაბამისი   ინფრასტრუქტურით  აღიჭურვება.

სამშენებლო სამუშაოების  დასრულებამდე კი აღსაზრდელები, დროებით, კუმურდოსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გადანაწილდნენ.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს  „რეგიონული განვითარების ფონდი“ 10 783 495 ლარით აფინანსებს.

ინფორმაციას ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის  მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები