ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მომავლის სახლში“ სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ჰოვანეს თუმანიანის 156-ე იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
„მომავლის სახლის“ სააქტო დარბაზში, მწერლის ხსოვნის პატივსაცემად ჩატარებულ ღონისძიებას საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საგანმანათლებლო ცენტრის პატარა მოსწავლეებმა მწერლის შემოქმედებიდან ზღაპრის გმირები გააცოცხლეს და მაყურებლის წინაშე მხიარული და საინტერესო სპექტაკლით წარსდგნენ.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
საიუბილეო საღამო „მომავლის სახლის“ დირექტორის, სათენიკ მაჰტესიანისა და პედაგოგ ნანული უნანიანის ორგანიზებით გაიმართა.
საღამოს ორგანიზატორები და შემოქმედებით ჯგუფის წევრები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისგან „მადლობის სიგელებით“ დაჯილდოვდნენ.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.