ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, გზების თოვლისაგან გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, გზების გაწმენდის მიმდინრე სამუშაოებს ადგილზე ეცნოება.
ამ ეტაპისთვის, ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.
მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.
„უნდა აღინიშნოს, რომ მეორე დღეა გადაუღებლად თოვს. ძლიერი ქარბუქი და დაბალი ხილვადობა სამუშაო პროცესს ართულებს. მუნიციპალიტეტში შემავალი 64 სოფლიდან, ქალაქის მიმართულებით სამოძრაო ტერიტორიებზე სპეცტექნიკა მობილიზებულია და 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, ყველაფერს ვაკეთებთ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა მელქონ მაკარიანმა.
მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება თითქმის ყველა მიმართულებით თავისუფალია, გარდა იმ სოფლებისა, რომლებიც ქალაქიდან დიდი მანძილითაა დაშორებული. აღნიშნულ სოფლებში, მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებითაა ნებადართული.
ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.