Saturday, February 22, 2025
-1.2 C
Tbilisi

მცირეწლოვან მილენა პაპიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ბათუმᲨი, 1 წლის მილენა პაპიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

იგი დაიბადა საყლაპავი მილის ატრეზიით, ხორხის უკანა კედლის და ტრაქეის ზედა ნაწილის ნაპრალით, რის გამოც საკვები კუჭის მაგივრად გადადიოდა სასუნთქ გზებᲨი….

დაბადებისას ჟვანიას კლინიკაᲨი Ჩაუტარდა საყლაპავის რეკონსტრუქციული ოპერაცია და თან დაედო გასტროსტომა და ასევე ტრაქეოსტომა, ტრაქეის უკანა კედლის პლასტიკა საქართველოᲨი არ კეთდებოდა, რის გამოც მილანა გადაიყვანეს თურქეთᲨი, სადაც გაუკეთდა პლასტიკა. ოპერაციის Შემდგომ გართულდა მდგომარეობა, რაც გამოიხატა ფილტვის მწვავე ინფექციით და სეფსისით, რის გამოც პატარა მილენა იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე 3 თვის განმავლობაში, ოპერაცია საერთო ჯამᲨი დიდი თანხა დაჯდა, რაც გადაიხადა ოჯახმა, ახლობლებმა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ.

ტრაქეოსტომის ამოღების Შემდეგ აღმოᲩნდა, რომ ხორხის ზედა ნაწილი ისევ გახსნილია და მოხდა საკვების გადაცდენა, რის გამოც დაფიქსირდა გულის გაᲩერების ეპიზოდი, რასაც ასევე მოჰყვა პოლიორგანული უკმარისობა და გარკვეული პერიოდი მილენა ისევ მართვით სუნთქვაზე იყო. Ჩატარდა დიალეზიც, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი Შრომის Შედეგად, მილენას აღუდგა ყველა ორგანოს ფუნქცია და მისი ნერვროლოგიური სტატუსი დამაკმაყოფილებია.

მილენას ამᲟამად სრულყოფილი ცხოვრებისათვის ესაჭიროება განმეორებით ტრაქეის ოპერაცია, რაც Ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავᲨირებული. თურქეთის კლინიკა ოპერაციისთვის ითხოვს 70 000$. აᲦსანიᲨნავია, რომ ეს ოპერაცია საქართველოᲨი არ კეთდება, ოჯახს არ გააᲩნია არანაირი სახსრები, რომ მილენას Ჩაუტარდეს Შესაბამისი ოპერაცია და მკურნალობა….

გთხოვთ, ვისაც რა საშუალება გექნებათ, დაეხმაროთ პატარა მილენას, რომ დაუბრუნდეს სრულყოფილ, ლაღ ცხოვრებას.

ყველას Ძალიან დიდი მადლობა ყოველი თეთრისთვის….

საქართველოს ბანკის ანგარიᲨი
მიმღები მამა.: პაპიძე გელა
თქვენი თანადგომა მნიᲨვნელოვანია.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები