Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიგი გიგიაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 5 მარტს გამოაცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევრის, გიგი გიგიაძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 5 მარტს გამოაცხადებს.

დღეს მხარეები საპაექრო სიტყვებით გამოვიდნენ. შსს-ს წარმომადგენლის, თინათინ კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიგიაძემ შეკრების ან მანიფესტაციის წესები დაარღვია, კერძოდ, 2024 წლის 17 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირი ხელოვნურად გადაკეტა. კაჭკაჭიშვილის თქმით, პატრულ-ინსპექტორებმა აქციის მონაწილეებს უფლება მისცეს, გზის სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლზე ემოძრავათ, თუმცა გიგიაძემ გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.

გიგიაძე და მისი ადვოკატები შსს-ს პოზიციას არ ეთანხმებიან. როგორც ადვოკატები აცხადებენ, ვიდეომტკიცებულებიდან ჩანს, რომ გიგიაძე ტროტუარის მხარეს დგას. მათი თქმით, პოლიციის მოწოდება, რომ აქციის მონაწილეებს მარჯვენა ზოლი დაეკავებინათ, გიგიაძეს არ გაუგია. ადვოკატთა თქმით, კადრებში ჩანს, რომ მარჯვენა ზოლიდან გიგიაძე არ გადასულა და არ გადაუკეტავს ჭავჭავაძის გამზირი.

ცნობისთვის, ჯარიმა ქუჩის ხელოვნურ გადაკეტვაზე 30 დეკემბრამდე არსებული რედაქციით 500 ლარს შეადგენდა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები