Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის და ელექტროენერგიის აღდგენის სამუშაოები დილიდან ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო.

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ცაგერის ცენტრალური ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები.

ასევე, ტექნიკა მუშაობს სოფლების მიმართულებით.

თოვლისგან ინტენსიურ რეჟიმში იწმინდება ორბელის უღელტეხილი.

ადგილზე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება ცაგერის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები მუშაობენ დაზიანებულ ლოკაციებზე.

დღის  მანძილზე  აქტიურად გაგრძელდება თოვლწმენდის  სამუშაოები  და ეტაპობრივად, ყველა პრობლემურ  მონაკვეთს  და სოფელს მოიცავს.

ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები