Wednesday, February 19, 2025
2.8 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 -ის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დიდი ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025 -ის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ამჯერად, დიდი ხანჩალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში იმყოფებოდნენ.

მერი ანივარდ მოსოიანი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფლების –  დიდი ხანჩალის, კათნატუსა და პატარა ხანჩალის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლის კრებებზე ადგილობრივების საჭიროებებზე გამახვილდა ყურადღება, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და  ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტული პროექტი შეარჩიეს, რომელიც 2025 წელს განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტების განსაზღვრაში.

ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები