Friday, November 22, 2024
4.8 C
Tbilisi

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება.

კანონპროექტის თანახმად ზუსტდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ამკრძალავი ხასიათის ღონისძიებები. კერძოდ, კანონპროექტით შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: ა) საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ბ) ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; გ) იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; დ) შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, ცვლილებების საფუძველი გახდა 2023 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური განცხადება შესაძლო და დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებების თაობაზე, რომელიც ოქტომბერ-დეკემბერში იგეგმება.

„მიმდინარე გამოძიების დროს გამოვლინდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მოეწყოს ე.წ. კარვების ქალაქი, რომლის ტერიტორიაზეც იგეგმება ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება. რა თქმა უნდა, ჩვენ პასუხისმგებლობით ვუდგებით საკითხს. საზოგადოებრივი წესრიგი და საზოგადოების უსაფრთხოება უმთავრესი ღირებულებაა, სწორედ ამ კონტექსტიდან გამომდინარე მომზადდა ეს ცვლილებები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ცვლილებების თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები