Saturday, February 22, 2025
-1.2 C
Tbilisi

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ეშტიის ადმინისტრაციულ ერთეულში/სოფლები: ეშტია, თორია, უჩმანა, ყაურმა/ საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებსა და მოსახლეობას შორის შეხვედრა გაიმართა.

საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ვაან აროიანი, თავმჯდომარის მოადგილე ვაღინაკ არზუმანიანი, საკრებულოს წევრები სამველ დარბინიანი, არარატ ეგნატოსიანი, მერიიდან, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არმენ ბდოიანი და სხვა თანამშრომლები.

შეხვედრაზე განიხილეს და გადაწყვიტეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის სოფლებში 17 თებერვლამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები