ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების თოვლისაგან გაწმენდის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
ინტენსიურ რეჟიმში იწმინდებოდა გზები სოფლებში – სამება, სპასოვკა, ვლადიმიროვკა და გორელოვკა.
გაწმენდითი სამუშაოების პროცესს მონიტორინგს უწევს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არმენ ბდოიანი.
სამუშაოები საჭიროებიდან გამომდინარე, კვლავ გაგრძელდება, რათა ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად იყოს შესაძლებელი.
ინფორმაციას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.