Friday, February 21, 2025
-1.2 C
Tbilisi

აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, რომ სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს

აბუ დაბის ინციდენტის მონაწილე ლაშა გაბიტაშვილი აცხადებს, მას სამი ნიღბიანი პირი დაესხა თავს იმ დროს, როდესაც ძაღლს ასეირნებდა. ამის შესახებ მან Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

იანვარში ქალაქ აბუ დაბიში ლაშა გაბიტაშვილსა და “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და გაბიტაშვილი მასზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას აბუ დაბის ინციდენტს უკავშირებს.

„ვერავის შეაშინებთ. დროა, ახალი არჩევნები ჩაინიშნოს და გამოუშვან ის ხალხი, რომელიც ციხეშია. მცემენ, მიმარტყამენ, მომარტყამენ – ვინ უნდა შეაშინონ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ, ვიცხოვრებთ და ეგ ხალხი გაიქცევა. საღოლ, მაგრად მოაწყვეთ, დილის ცხრა საათზე რომ მიყურებთ, ძაღლს ვასეირნებ, ძალიან სასაცილოა. არავის არაფრის ეშინია და ჩვენ აუცილებლად ჩვენსას მივაღწევთ. არ ვიცი, ვინ იყვნენ. ძაღლს ვასეირნებდი, სამი კაცი მომვარდა ნიღბებით. პოლიციას გამოვიძახებ, ამ ყველაფერს აღვწერთ და მივყვებით თავის გზაზე ისე, როგორც საჭიროა. წყნარად ვასეირნებდი ძაღლს და მომვარდნენ, ბოღმიანები, შურიანები არიან, უსამართლო ხალხია, მეტი არაფერი. ვის არ მოხვედრია, მათ არ მოხვედრიათ ალბათ ბავშვობაში, თორემ მე არაფერი მიჭირს საერთოდ. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ლაშა გაბიტაშვილმა და დაამატა:

„გაუსწორეს, ახლა „აჩოტს“ მისცემენ, რომ ვცემეთ, ჩვენი გავასწორეთ, იქ რაც ქნაო. სასაცილოა, რომ იმის შემდეგ სამი კაცი უნდა მომვარდეს და დამარტყას. იქ არ იყვნენ, თუ რამე უნდოდათ? ღმერთმა შეარგოთ ასეთი ცხოვრება, თუ ასე უნდათ ცხოვრება. ვისაც ასე მოსწონს ცხოვრება, იცხოვროს, ჩვენ არ ვაპირებთ ასე ცხოვრებას“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები