Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის“ ფარგლებში საკონსულტაციო საერთო კრებები აქტიურად გრძელდება.

შეხვედრებზე ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, სოფლისთვის პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევს.

ამჯერად, არაგვაში, მაჭატიაში,  თოთხამში, კორხსა და ორჯაში მცხოვრებმა მოსახლეობამ პრიორიტეტული პროექტები გამოავლინეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დეტალურად მოისმინეს მოსახლეობის მიერ წამოჭრილი მნიშვნელოვანი საკითხები და მხარი დაუჭირეს სოფლის პროგრამის ფარგლებში მათ განხორციელებას.

აღნიშნული პროგრამა, ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, როგორც მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრაში.

ინფორმაციას ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები