Friday, February 21, 2025
0.8 C
Tbilisi

საქართველოს პარლამენტმა სებ-ის საბჭოს ოთხი კანდიდატი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი კანდიდატი დაამტკიცა.

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს – ვახტანგ ბურკიაშვილს, ლევან ძნელაძეს, ნინო ჯელაძესა და ოთარ შამუგიას საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა.

მანამდე საბჭოს წევრობაზე დასახელებულ კანდიდატებს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მათ საკუთარი გამოცდილებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, ასევე უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს.

სებ-ის საბჭოს ოთხივე ახალ წევრს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვთ საჯარო და კერძო სექტორში, მათ შორის საფინანსო და საბანკო მიმართულებით.  საბჭოს სამი წევრი ამ დრომდე სებ-ში რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობდა, ოთარ შამუგია კი სებ-ის საბჭოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მრავალწლიანი საქმიანობის შემდეგ შემოუერთდა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი შვიდი წლის ვადით ირჩევს. ამჟამად სებ-ის საბჭო 9 წევრისგან შედგება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები