GUARDIANGE – პოლიციის განცხადებით, დაახლოებით 10 ადამიანი, მათ შორის ეჭვმიტანილი შეიარაღებული პირი, დაიღუპა შვედეთის ცენტრალურ საგანმანათლებლო ცენტრში სროლების შედეგად.
პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 4 თებერვალს, დედაქალაქ სტოკჰოლმიდან დასავლეთით 200 კილომეტრში, ორებროში, რიზბერგსკის სკოლაში, მომხდარი თავდასხმა აღწერა როგორც „ყველაზე საშინელი მასობრივი სროლა შვედეთის ისტორიაში“.
„რთულია იმის აღქმა, თუ რა მოხდა დღეს“, – თქვა კრისტერსონმა საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პოლიციის ცნობით, მათ სჯერათ, რომ დამნაშავე მამაკაცი, რომელზეც მანამდე ინფორმაცია არ გააჩნდათ და რომელიც მარტო მოქმედებდა, გარდაცვლილთა შორისაა. დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია.
პოლიციამ ადრე აღნიშნა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან თავდასხმისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. სულ მცირე ოთხ ადამიანს ოპერაცია უტარდება.