Tuesday, February 4, 2025
6.8 C
Tbilisi

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  მოსახლეობასთან შეხვედრა დაიწყო  ვანის მუნიციპალიტეტში. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე დღეს მუქედის, ციხესულორის, გადიდისა და ზედავანის მოსახლეობას შეხვდნენ.

ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მერმა დეტალურად გააცნო შეკრებილ მოსახლეობას პროგრამის არსი და იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, სოფლებში ეტაპობრივად გადაიჭრება  ყველა ის საკითხი, რომელიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მოქალაქეებმა თავიანთ სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს მერს და მათთვის პრიორიტეტული პროექტები აირჩიეს. შეხვედრის დროს გამოიკვეთა შემდეგი მოსაგვარებელი საკითხები: შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების და ბოგირების მოწესრიგება და  სასაფლაოს შემოღობვა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები