Monday, February 3, 2025
9.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპი: USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას

GUARDIANGE – USAID-ს რადიკალი შეშლილები მართავდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ვრცელდება ინფორმაცია აღნიშნული საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასვლაზე.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვიდრე USAID-ის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მისი ადმინისტრაცია სააგენტოდან „შეშლილებს“ გაათავისუფლებს.

„USAID-ს მართავდნენ შეშლილი რადიკალები და ჩვენ ვათავისუფლებთ მათ, შემდეგ კი, მივიღებთ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ტრამპმა.

უფრო ადრე, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ USAID-ი კრიმინალური ორგანიზაციაა. ამერიკელმა მილიარდერმა გააზიარა USAID-ის შესახებ მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო, რომელშიც თბილისის აქციების კადრებიც არის ნაჩვენები.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სპეციალურ მისიებში, რიჩარდ გრენელი კი, USAID-ის საქმიანობის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს მიერ გამოძიებას მოითხოვს.

„ის, რასაც სამანტა პაუერი USAID-ის მეშვეობით, თქვენ მიერ გადახდილ დოლარებს უკეთებდა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ უნდა იყოს გამოძიებული. ის თქვენი ფულით ულტრამემარცხენე აქტივისტებსა და გიჟურ რადიკალურ პროგრამებს აფინანსებდა. გამოიძიეთ!“, – წერს გრენელი სოციალურ ქსელში.

USAID-ი დახმარებას უგზავნის კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს და ეხმარება განვითარებად ქვეყნებს მრავალი მიმართულებით.

„დემოკრატებმა“ტრამპის მიერ USAID–ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის დაქვემდებარების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია ნეგატიურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ სააგენტო „წესდებით, დამოუკიდებელი დაწესებულებაა“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები