ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში ასფალტის საფარი იგება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად  გრძელდება.

სამუშაოები ამ დროისთვის  ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია „პალადა“ ასრულებს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება.

სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაციას და ფოტომასალას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი თემები

ბოლო სიახლეები