Friday, January 31, 2025
3.8 C
Tbilisi

ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების გამო, საქართველოს სახელით, ამერიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ, ვაშინგტონში თვითმფრინავისა და ვერტმფრენის ტრაგიკული შეჯახების გამო. ამ რთულ პერიოდში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მსხვერპლთა ოჯახებთანაა. საქართველოს სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ამერიკელ ხალხს“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები