Thursday, January 30, 2025
4.8 C
Tbilisi

ვაშინგტონში, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენთან შეჯახების შედეგად, მდინარეში ჩავარდა

„ამერიკული ავიახაზების“ თვითმფრინავმა ვაშინგტონ დი-სი-ში ჰაერში შეჯახება განიცადა სამხედრო ვერტმფრენთან, – ნათქვამია ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებაში (FAA).

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი იმყოფებოდა, მდინარე პოტომაკში ჩავარდა, სადაც პოლიციის მყვინთავები წყალში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

სამხედრო ვერტმფრენის ბორტზე  აშშ-ის არმიის სამი ჯარისკაცი იმყოფებოდა.

სამოქალაქო თვითმფრინავისა და სამხედრო ვერტმფრენის შეჯახება ვაშინგტონის რეიგანის სახელობის ეროვნულ აეროპორტში, ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მიახლოებისას, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე მოხდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია „საშინელი შემთხვევის“ შესახებ და მადლობა გადაუხადა საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს მათ მიერ გაწეული „საოცარი სამუშაოსთვის“.

 

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები