Friday, April 18, 2025
8.8 C
Tbilisi

ახალქალაქის მერიის 2025 წლის ბიუჯეტში, მოქალაქეთა მკურნალობის ხარჯებისთვის დაფინანსების წესში ცვლილება განხორციელდა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის ბიუჯეტში, მოქალაქეთა მკურნალობის ხარჯებისთვის დაფინანსების წესში ცვლილება განხორციელდა.

მერიის სოციალური პროგრამების ფარგლებში, მედიკამენტების შესაძენად ფინანსური დახმარების მიღება შეუძლია:

1. ა) მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100 000-ის ჩათვლით (რომელშიც ოჯახის ფაქტობრივი მისამართი მითითებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორია);

ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები (მუდმივი სტატუსით), რომლებსაც დამოუკიდებლად გადაადგილება შეზღუდული აქვთ (ეტლით მოსარგებლე) ან საჭიროებენ სხვა პირის მუდმივ მოვლას (მხედველობადაქვეითებული, სმენადაქვეითებული, გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის, ფსიქიკური დაავადებების მქონე, ცერებრალური დამბლით, აუტიზმით, დაუნს სინდრომით, ეპილეფსიით დაავადებულები და შშმ პირები ბავშვობიდან).
დაფინანსდება ამ მუხლით გათვალისწინებული მედიკამენტოზური მკურნალობა, შესაბამის საჭიროებისათვის მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 50%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. მოქალაქის მიერ თითოეული მომართვის შემთხვევაში, დაფინანსება გაიცემა არაუმეტეს სამი თვის მანძილზე საჭირო მედიკამენტებზე, გარდა „ქრონიკული დავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული მედიკამენტების.

3. წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მოსარგებლე; ოჯახის წევრი);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (არასრულწლოვნის შემთხვევაში – პირადობის მოწმობის და/ანდაბადების მოწმობის ასლი);
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);
ე) ანგარიშფაქტურა (ინვოისი) და/ან კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან და შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა დაფინანსების თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
ზ) მოსარგებლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (საჭიროების შემთხვევაში);
თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
ი) შშმ სტატუსის დამადასტურებელი საბუთი.

4. ანგარიშსწორება განხორციელდბა ფარმაცევტული დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამავე დაწესებულების მიერ მოსარგებლისთვის მიწოდებული მედიკამენტების რაოდენობისა და ღირებულების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე ან წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები