Thursday, January 30, 2025
-2.2 C
Tbilisi

საბა ბუაძე: ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ, ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43-სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება

„პოლიტპატიმრების და ქართველი ხალხის მძევლად აყვანის პარალელურად, ივანიშვილი აგრძელებს გამდიდრებას ჩვენი ქალაქის ხარჯზე.

დღეს, საკრებულოს სხდომაზე გამოდის პროექტი, რომლითაც ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ, ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ მიწაზე 43 სართულიანი კომპლექსის პროექტის დამტკიცება იგეგმება.

საუბარია „ქართუ ფონდის“ საკუთრებაში არსებულ  25,831 კვ.მ ტერიტორიაზე, რომელი მდებარეობს ორთაჭალის ხიდის მიმდებარედ. ამ ტერიტორიაზე იგეგმება 89, 948 კვადრატული მეტრის მოცულობის უზარმაზარი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სატრანსპორტო და ურბანული თვალსაზრისით ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის.

ამ მასშტაბის მშენებლობა ორთაჭალის ხიდის გვერდით, გაუვალს გახდის, როგორც ორთაჭალის ხიდს (რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კავშირია), ისე მტკვირს სანაპიროს, რომელიც ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანია.

შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 20204 წელს უძრავი ქონების პროექტების დამტკიცებით და რეალიზაციით ივანიშვილმა თითქმის 200 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო“, – წერს „ლელოს“ წევრი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები