Thursday, January 30, 2025
-2.2 C
Tbilisi

პაველ ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა

მზია ამაღლობელის საქმე აღმაშფოთებელია, გაოგნებული ვარ მისი შიმშილობით, უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, თითქოსდა პოლიციელს სცემა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკსიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მხრიდან ნულოვანი მზაობაა ხალხის მოსასმენად და საჭიროა ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა.

„რაც ბოლო 60 დღის განმავლობაში თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. ნულოვანი მზაობაა ხელისუფლების მხრიდან, მოუსმინონ ხალხს, რაც სრულიად აღმაშფოთებელია. საჭიროა, მიმდინარე ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნა. ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი. მიმდინარე დაშინება, ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება, სასამართლო სისტემისადმი ნდობის შერყევა და მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალბატონისთვის, რომელმაც თითქოსდა პოლიციელი სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება და ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლების და პოლიტიკოსების დევნაზე, ნამდვილად დაისჯებიან, სამართლიანობა აღსრულდება.

ორშაბათს ჩვენ გადავწყვიტეთ, რეკომენდაცია გაგვეცა წევრი ქვეყნებისთვის, რათა შემოიღონ სავიზო შეზღუდვები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის. ჩვენ უკვე განვიხილეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან პერსონალური სანქციების შემოღების შესაძლებლობა იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, დაშინებასა და საქართველოში კანონისა და წესრიგის დარღვევაზე. ასევე, გვაქვს ძალის დისკრიმინაციულად გამოყენება, გვაქვს სასამართლო სისტემისადმი ნდობის შესუსტება. მე გაოგნებული ვარ ბათუმელი მზია ამაღლობელის შიმშილობით. უკვე 16 დღეა, წინასწარ პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით, შუახნის ქალი, რომელსაც ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა. ყველამ ტელევიზიით ვნახეთ სასტიკი ცემა, ვგულისხმობ ნიღბიანი მამაკაცების მიერ ქალების ცემას, არავის ბრალი არ წაყენებია, ეს უპრეცედენტოა. სწორედ ამიტომ გაგრძელდება დისკუსია წევრ სახელმწიფოებთან სანქციების შესახებ. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის ერთსულოვნება. ასე რომ, არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც არ სურთ, ერთსულოვნებას შეუერთდნენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობის თავდადებით, ჩვენ დავბრუნდებით და ვიმუშავებთ ერთსულოვნების მიღწევაზე, რაც აუცილებელია ევროკავშირის მიერ სანქციების შემოსაღებად“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, დიპლომატიური პასპორტების შეჩერების შემდეგ, იქნება თუ არა პერსონალური სანქციები, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„ეს გადაწყვეტილება ხვალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იქნება მიღებული. არ მინდა, სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე კომენტარის გაკეთება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები