ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა, მან ხმების 86,82% მიიღო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ კანდიდატს, ოლეგ გაიდუკევიჩმა 2,02% მიიღო, ანა კანაპაცკაიამ – 1,86%, სერგეი სირანკოვმა – 3.21%, ალექსანდრ ხიჟნიაკიმ – 1,74%, ხოლო ყველას წინააღმდეგ ხმა მისცა ამომრჩეველთა 3,60%-მა.
ბელარუსში 26 იანვარს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 5 325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ამომრჩეველთა აქტივობამ 85,70% შეადგინა.
ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცე მოკავშირეა, ბელარუსის პრეზიდენტის თანამდებობას 1994 წლიდან იკავებს.