Friday, January 24, 2025
5.8 C
Tbilisi

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც თბილისში მშენებარე კორპუსში სხვადასხვა ნივთის დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც გვამი ლიფტის შახტში დაწვა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთის დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები