Thursday, January 23, 2025
-0.2 C
Tbilisi

ტრამპის პუტინისადმი გაფრთხილების შემდეგ, კრემლმა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინაში ომის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტთან „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი“ გამართოს

GUARDIANGE – კრემლი აცხადებს, რომ მზად არის უკრაინაში ომის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგი“ გამართოს.

კრემლის განცხადებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ სანქციებს დაექვემდებარებოდა, თუკი პუტინი არ შეაჩერებდა უკრაინაში ომს, რაც ტრამპმა „სასაცილო ომად“ მოიხსენია.

უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტრამპის „მძლავრ“ გზავნილს მოსკოვისადმი.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრმპმა ინაუგურაციის დღეს, 20 იანვარს, ჟურნალისტის მიერ მისი დაპირების – რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების შედგომიდან პირველივე დღეს დაასრულებდა ომს უკრაინაში – საპასუხოდ განაცხადა: „კარგი, ეს არის დღე-ნახევარი. მე კიდევ ნახევარი დღე მაქვს დარჩენილი. ვნახოთ“.

როგორც მან 20 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, ფიქრობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმების დადება სურს.

ინაუგურაციის დღესვე, მოგვიანებით, ოვალურ კაბინეტში აღმასრულებელი ბრძანებების მეორე პაკეტზე ხელის მოწერისას ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებზეც ისაუბრა.

„მე უნდა ველაპარაკო პრეზიდენტ პუტინს. მას არ უნდა უხაროდეს, არც ისე კარგად მიდის საქმე. ის იბრძვის, მაგრამ უმეტესობას ეგონა, რომ ომი ერთ კვირაში დამთავრდებოდა, ახლა კი სამი წელია გასული“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, დაახლოებით მილიონი რუსი ჯარისკაცი და 700 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა და რუსეთის ეკონომიკაც განადგურებულია.

„რუსეთი უფრო დიდია – მათ მეტი ჯარისკაცის დაკარგვა შეუძლიათ, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის მართვის გზა. ზელენსკის სურს შეთანხმების დადება, არ ვიცი, პუტინს სურს, თუ არა… მან უნდა დადოს შეთანხმება. მე ვფიქრობ, რომ ის ანადგურებს რუსეთს შეთანხმების არდადებით. ვფიქრობ, რუსეთი დიდ უბედურებაში აღმოჩნდება“, – განაცხადა ტრამპმა.

სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „ტარიფი უკეთესი სიტყვაა, რადგან ის დოლარს უფრო ძლიერს ხდის“. „მე მგონია, რომ ტარიფები უფრო ეფექტურია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები