Thursday, January 23, 2025
1.8 C
Tbilisi

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვება რომ არ მოეპოვებინა, ქვეყანა სამუდამოდ დაიკარგებოდა.

„შესაძლებელი იყო, ბევრი რამ გაკეთებულიყო, ყველაფერი დამთავრებული იქნებოდა. არ გვექნებოდა ინფლაცია, არ იქნებოდა ავღანეთის კატასტროფა, არ იქნებოდა 7 ოქტომბრის ისრაელის ამბავი, სადაც უამრავი ადამიანი დაიღუპა, არ იქნებოდა უკრაინის ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, თანამდებობაზე ზედიზედ ორი ვადის მოპოვება ვერ შეძლო, რამაც აჩვენა რადიკალი მემარცხენეების ფილოსოფიისა და პოლიტიკის საშინელება.

მან აღნიშნა, რომ სამუშაო ძალიან ბევრია, თუმცა ყველაფერი მოგვარებადია.

ტრამპმა ინტერვიუში, სხვა საკითხებთან ერთად, ჯოზეფ ბაიდენის მიერ ოჯახის წევრების წინასწარ შეწყალებაზეც ისაუბრა.

„იცით, სასაცილო ან, შესაძლოა, სამწუხაროა, რომ მან თავისი თავიც არ შეიწყალა“, – თქვა ტრამპმა.

ბაიდენმა 20 იანვარს შეწყალების რამდენიმე წინასწარი აქტი გამოსცა, მათ შორის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოლო წუთებში ბაიდენმა გამოსცა წინასწარი შეწყალების აქტი, რომელიც თავისი ოჯახის წევრებს ეხება. უფრო ადრე კი, თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები