ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშში სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლების, რკინა- ბეტონის საფარის მოწყობა. აგრეთვე, გათვალისწინებულია ჭიშკრებთან მისასვლელების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს , ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა,მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 640 539 ლარია.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2025 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.
ინფორმაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.