Wednesday, January 22, 2025
-0.2 C
Tbilisi

ილჰამ ალიევი: ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება გამოიჩინა

ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის დროს შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანის მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება გამოიჩინა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დავოსში აშშ-ის ქრისტიანი ლიდერების კონფერენციის ხელმძღვანელთან, ჯონი მურთან შეხვედრის დროს განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონის მიდგომას ორმხრივ ურთიერთობებში კრიზისი მოჰყვა.

აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ილჰამ ალიევმა 907-ე შესწორების აღდგენა ბაიდენ-ბლინკენის ადმინისტრაციის უმადურობის გამოვლინებად მიიჩნია.

ამერიკის შეერთებული შტატების თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლი კრძალავს შეერთებული შტატების ნებისმიერი სახის პირდაპირ დახმარებას აზერბაიჯანის მთავრობისთვის.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები