საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრის, ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და პარლამენტის სახელით მის ოჯახსა და მეგობრებს უსამძიმრებს.
„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ X მოწვევის პარლამენტის წევრის ბაჩუკი ქარდავას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.