„ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და პროდუქცია არ გამოუშვანო – აი ეს იძახეს, სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ „ქოცების“ შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს. აი, მესმის“, – წერს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.