„მე მეგონა ხვალ დღის მთავარი ამბავი ივანიშვილზე ტრამპის პარტიის უპრეცედენტო თავდასხმა უნდა ყოფილიყო, 29 დეკემბრისთვის მზადებაც.
რატომ გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ შიდა ოპოზიციური ცეცხლი უნდა გაეხსნა დღეს, არ ვიცი. არც ის მესმის, „ქოცის“ გარდა, ვის აწყობს ეს?
აქ გავჩერდები და ყველას მოვუწოდებ, გონს მოეგოს.
ვინც ვერ იაზრებს, რომ მის კისერზე გადის ამ ქვეყნის ბედი და ოპოზიციის შიგნით ნასროლი ტალახი დღეს საქართველოსაც ხვდება, ხალხის ნდობას ვერ დაიმსახურებს.
სწორედ ვერ დაიმსახურებს“, – წერს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.