Friday, December 27, 2024
1.8 C
Tbilisi

სალომე სამადაშვილი: ირაკლი რუხაძის საჯარო გზავნილები მაფიქრებინებს, რომ „ქოცების“ ნაწილი დასავლეთის წარმატებით მოტყუების სტრატეგიის გაგრძელებას ურჩევს ივანიშვილს

„12 წლის განმავლობაში ივანიშვილის დასავლეთის წარმატებით მოტყუების სტრატეგია ეფუძნებოდა ე.წ. პრო-დასავლური „ბანაკის“ იდეას მის გუნდში.

სხვადასხვა მოწვევის პარლამენტში და მთავრობაში, სხვადასხვა ხალხი უსრულებდა ამ ფუნქციას.

ირაკლი რუხაძის დღევანდელი საჯარო გზავნილები, მაფიქრებინებს, რომ ქოცების ნაწილი იგივე სტრატეგიის გაგრძელებას ურჩევს ივანიშვილს. ცხადია, ის ნაწილი, რომელსაც რუხაძესავით ბევრი აქვს დასაკარგი დასავლეთიდან სანქცირების შემთხვევაში.

ვიღაც თავს იტყუებს, რომ ან „სიტყვარის“ შეცვლით, ან ოდიოზური კობახიძის და სანქცირებული გომელაურის თავის გადმოგდებით, ყულფიდან, რომელიც კისერზე სულ უფრო მჭიდროდ უჭერთ, შესაძლოა თავი გამოყონ.

ფუჭი მოლოდინი და ასევე, სრულიად არაინფორმირებული პოზიციაა.

დასავლეთს უკვე მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ ივანიშვილის რეჟიმი, მისი ყველა ელემენტით – რუსულია.

არაფერი, ახალი არჩევნების გარდა, არ შეაჩერებს მათ წნეხს.

თუ ვინმეს საკუთარი ტყავის, ანუ ქონების გადარჩენა სურს, შეუძლია ურჩიოს ივანიშვილს, სწრაფად დანიშნოს ახალი არჩევნები“, – წერს „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები