სანქციები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის, ეკონომიკური პროცესებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ „ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს“.
„აბსოლუტურად გულწრფელი ვიქნები ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სანქციები, რომელიც ჩვენი გუნდის წევრის მიმართ იქნა გამოყენებული, არ არის დამაზიანებელი, მათ შორის, ეკონომიკური პროცესებისთვის, რადგან ეს ზოგადად ქვეყნის რეპუტაციის შემლახველია და სამწუხარო ფაქტია ნამდვილად.
თუმცა, მე არა თუ იმედი მაქვს, ფაქტობრივად დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება ამერიკის ახალი ადმინისტრაციის შემდეგ უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ მე დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენ გვექნება ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.