Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi

ბექა კობახიძე: კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდაო. გადავხედე სიას – 90% „ცეხავიკები“… ჩვენი ანაბრების მომპარავი ჩხარტიშვილი, შევარდნაძის დაცვის უფროსის ძმობით გამდიდრებული პაპაშვილი, საქართველოს გებელსი რუხაძე… რაის ბიზნესი, ხომ არ ხუმრობთ?!

„დღეს კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდაო. გადავხედე სიას – 90% „ცეხავიკები“.

რა არის ცეხავიკობა? გვიან საბჭოთა პერიოდის საქმოსნები, რომლებსაც ცეკას ნომენკლატურა მფარველობდა და ერთად აკეთებდნენ ფულს. ოღონდ ეს ფულის კეთება ლიმიტირებული იყო, შვილს ამერიკაში ვერ აფრენდი სახელმწიფო თვითმფრინავით.

დაინგრა სსრკ და ამ მოდგმის ხალხს ლიმიტი წაეშალათ, ერთად იწყეს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ყვლეფა.

ცეხავიკი მუდმივად ეძებს მფარველს. როცა მფარველი ადგილზეა, დანარჩენი წყალსა და მეწყერს წაუღია. ცეხავიკს არ უყვარს თავისუფალი გარემო.

არსებობენ ძველი თაობის ცეხავიკები და გაჩდნენ ახალი თაობისაც – ტენდერი, ატკატი, წილოსანის მამისთვის სამოცდარაღაც მილიონის პატიება ცეხავიკობაა.

ეს ხალხი არაფერს არ ქმნის – ისინი ნომენკლატურასთან შეთანხმებით ყვლეფენ ქვეყანას. ამ ხალხს არ უნდა და არ აწყობს თავისუფლება, პატრონის გარეშე არსებობა მათ არ იციან.

ამიტომ, ნუ გექნებათ ცრუ მოლოდინი, რომ ოდესმე ცეხავიკი თავისუფლებისკენ რამე მოწოდებას შეუერთდება. მათთვის ჩვენ სოციალური მტრები ვართ.

ჩვენი ანაბრების მომპარავი ჩხარტიშვილი, შევარდნაძის დაცვის უფროსის ძმობით გამდიდრებული პაპაშვილი, საქართველოს გებელსი რუხაძე… რაის ბიზნესი, ხომ არ ხუმრობთ?!

მეორე მხარეს არიან ბიზნესმენები, რომლებმაც თავიანთი ხელებით შექმნეს ინდუსტრიები, არასდროს არავის კარის ბიზნესმენები არ ყოფილან და მუდმივად დარტყმების ქვეშ ხვდებიან, რადგან ასეთი პოლიტიკური სისტემისა და სასამართლოს მქონე ქვეყანაში მათ არსებობას მუდმივი საფრთხე ემუქრება. ეს ხალხი ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა და ეს ხალხი ერთიანდება საქართველოს ევროპული მისწრაფებების გარშემო. ამიტომ, იმათ თავი დავანებოთ, მივათვალოთ ისინი ქოცთა რიგებს და აქეთ დავფიქრდეთ, დავილაპარაკოთ, როგორ შეგვიძლია ერთად ამ ქვეყნის გადარჩენა“, – წერს ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბექა კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

მსგავსი თემები

0გულშემატკივარიროგორიცაა
3,912მიმდევრებიდაიცვას
0აბონენტებსგამოწერა

ბოლო სიახლეები